უმრავლესობამ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას შრომის კოდექსთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული შრომის ანაზღაურებას ითვალისწინებდა, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი იმ არგუმენტით არ დაუჭირა, რომ უკვე არსებობს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ამ და სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ცვლილებები უკვე მორგებულია ბიუჯეტს და მთავრობასთან კონსულტაციებიც დასრულებულია, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის ისეთი საკითხები, რომლებსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, დაიწყება დოკუმენტის შესწორება და შესაბამისად, პროცესი ზედმეტად გაიწელება, ეს კი იმ ფონზე, რომ როდესაც დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად