პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, მიზანმიმართულად არ აჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას. მმართველ გუნდში არ იზიარებენ ოპონენტების მოსაზრებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით უპრეცენდენტოდ გამჭირვალეა და გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდენციები.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის ვაკანტურ ადგილებზე სულ ოთხი კანდიდატი წარუდგინა. დარჩენილ ორ კანდიდატს, ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხვალ მოუსმენენ. კომიტეტის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევში, მოსამართლეობის კანდიდატებს საბოლოოდ პლენალურ სხდომაზე დაამტკიცებენ.

კომენტარები
იტვირთება...