პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს: ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ.

ბიძინა სტურუას შემდეგ გასაუბრების პროცესი, 16:00 საათზე, ლაშა ქოჩიაშვილთან დაიწყება.

გასაუბრების პროცესს ესწრებიან უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ოპოზიციიდან ესწრებიან პარტიების: “მოქალაქეები”, “სოციალ-დემოკრატები” და “საქართველოსთვის” წარმომადგენლები. საპარლამენტო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 6 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე 6 კანდიდატს მოუსმინეს.

კომენტარები
იტვირთება...