პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 6- საათიანი განხილვის შემდეგ, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს კომიტეტში წარმოდგენილმა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს.

მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე დეტალი, რომლებიც შედეგზე გავლენას იქონიებს, განსახილველი დარჩა.

პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

ცვლილებებს ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, მანამდე კი, ოთხშაბათს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...