პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ირაკლი შოთაძის მოსმენა 6  საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა უპასუხა როგორც უმრავლესობის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს.

კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა. კომიტეტის 8 წევრმა მიიჩნია, რომ შოთაძის კანდიდატურის შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მეორე კითხვა შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას.გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრით შედეგად კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის: საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეარჩია.

შეგახსენებთ: ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

დაკავებული თანამდებობა ირაკლი შოთაძემ  შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად