პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფი ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს

პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს

პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა ეკა ბესელია ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი საქართველოს პარლამეტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ორგანიზებით, 17-18 ნოემბერს გასვლითი შეხვედრა ბორჯომში გამართა.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულებაა და მისი ინიციატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

შეხვედრა გახსნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისი განცხადებით, შეხვედრის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი ნაბიჯების განსაზღვრა.

​,,რეფორმა მიზნად ისახავს მოქალაქეების მეტად დაახლოებას პარლამენტთან. მეტი სერვისის მიღებას და მეტად ჩართვას პარლამენტის საქმიანობაში. იგეგმება ახალი ინოვაციური ფორმატები და შეთავაზებები მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ხელმძღვანელმა, თამარ ზოდელავამ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ და გაეცნენ შესაბამის თანდართულ სტატისტიკურ მონაცემებს.

გასვლით შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მომდევნო საქმიანობის ნაბიჯებიც განსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...
IPRESS.GE
Left Menu Icon