პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, კომისიის რეკომენდაციები და ესაუბრნენ ზოგადად, კომისიის მუშაობის შესახებ.

„უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული ეს დასკვნა. ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს, რომელიც ამ დასკვნაშია გამოტანილი და ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე იმ კონკრეტულ მოსაზრებებს, რომელიც დაფიქსირებულია კომისიის მხრიდან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, მომავალში გაგრძელდება საზოგადოების ინფორმირება უკვე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ რეკომენდაციების შესრულება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად