პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

ლონდა თოლორაიას გუშინ რვა ხმით მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხოლო ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...