პარლამენტის 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილი საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში განსახორციელებელი გამოწვევებიდან ერთ-ერთის, საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

„ერთი თვის წინ, ჩვენ წარმოგიდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევა, ათი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეცდებით პასუხი გავცეთ საშემოდგომო სესიაზე. დღეს წარმოგიდგენთ თუ რის გაკეთებას გეგმავს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. წინ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს, მაგრამ პარლამენტი მუშაობს და მზად არის ყველა გამოწვევას უპასუხოს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ღონისძიება იმართება მედიისთვის და საზოგადოებისთვის, რათა მოქალაქეებმა თვალი მიადევნონ პარლამენტის საქმიანობას და მიიღონ სრული ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.

„ათი გამოწვევა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ათი გამოწვევის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საპარლამენტო ზედამხედველობა. საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია საზედამხედველო საქმიანობაც, რათა მოქალაქეებს პარლამენტის საშუალებით ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორ ახორციელებს თითოეული სამინისტრო იმ გეგმებს და პრიორიტეტებს, რომელიც იყო ასახული, როგორ იხარჯება ჩვენი გადასახადები, რა ხდება სხვადასხვა მნიშვნელობის სფეროებში, მინისტრების მიმართ, როდესაც ისინი მობრძანდებიან საკომიტეტო და პლენარულ ფორმატებში, ინტერპელაციის კონკრეტული შეკითხვები, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას, სწორედ საპარლამენტო სივრცეში იქნება დასმული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად