პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კენჭს განმეორებით უყრის

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის.

თუ 100 ხმა ისევ ვერ შეგროვდება, კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით აირჩევენ, ამისთვის კი 76 ხმა საკმარისია.

პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად “ქართული ოცნება” გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი კანდიდატების პროფესიონალიზმს ასახელებს.

ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ოპოზიციის მხარდაჭერა დღესაც არ ექნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატები “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებლები იქნებიან და ვერ შეძლებენ საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენას.

კომენტარები
იტვირთება...