პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნების გამო, საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს

პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საქმიანობა დროებით შეჩერდება.

მისივე თქმით, სექტემბერში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა იგეგმებოდა, რაც გადაიდება და საკანონმდებლო ორგანო მინისტრებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოუსმენს.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პარლამენტი არჩევნების წინ, ერთი თვით ადრე საკანონმდებლო საქმიანობას წყვეტს.

კომენტარები
იტვირთება...