პარლამენტი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით პარლამენტი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან,დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით  ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომლითაც დარეგულირდებასახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი.

"სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი, სუბიექტური მოსაზრებით, დასაბუთების გარეშეცვლის უწყებრივ სიმბოლოებს, რომლებიც ელემენტარულ ჰერალდიკურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამავე დროს, არ ექცევა ყურადღებასახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი სისტემა, რომელიცაღმოფხვრის დღეს არსებულ ხარვეზებს", – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პროექტის მიხედვით სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს დაამტკიცებს საჯაროდაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეული წარმომადგენლობითი ორგანო, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკისსახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასევე, დარეგულირდება სახელმწიფოშიმოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი. შეიქმნებასახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების ერთიანი სახე. ეროვნული ბანკი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობით იმუშავებსფულის ნიშნების მხატვრულ სახეზე, რათა იგი შესაბამისობაში იყოს ჰერალდიკურ ნორმებთან.

კანონის პროექტი უკვე განიხილა ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის კომიტეტებმა, რომლის წევრებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულიპაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას. უახლოეს პერიოდში იგეგმება კანონის პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისსხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...