A1 ბანერი

პარლამენტი სახალხო დამცველს 18 აპრილს მოუსმენს

​პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს მას შემდეგ უყრის, რაც აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის მოხსენებას მოისმენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს.

18 აპრილს კი, ამავე საკითხზე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებას მოისმენს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით საკუთარი ინიციატივით მოდის.

სწორედ ამის შემდეგ გაიმართება საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა.

ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ მისი გამოსვლა წინ უსწრებდეს საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...