პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს ხვალ უყრის

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გამოსვლები ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კენჭისყრა ისე უნდა ჩატარდეს, რომ პროექტის ის მუხლი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობას და ასევე, ორი დანართი, რომელიც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რაოდენობებს და საზღვრებს, დამატებითი განხილვისთვის გადაიდოს და მათი განხილვა მოხდეს პროექტის მესამე მოსმენის დროს.

შალვა პაპუაშვილის აღნიშნული წინადადება პარლამენტის წევრებმა გაიზიარეს.

პარლამენტმა დღე, მეორე მოსმენით, მუხლობრივად და პუნქტობრივად განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

კომენტარები
იტვირთება...