პარლამენტი ფუნქციონირებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი კორონავირუსთან შექმნილი მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს განცხადების თანახმად, ვინაიდან დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში გადავა.

“როგორც ცნობილია პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად”, – წერია პარლამენტის კანცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად