პარლამენტი ფერეიდნიდან ფეხით ჩამოსულ ქართველებს უმასპინძლებს (ვიდეო)

13 სექტემბერს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი უმასპინძლებს ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს – სამ ფერეიდნელ ქართველს, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე.

პარლამენტის ინფორმაციით, ფერეიდნელი ქართველები საქართველოში 2019 წლის 11 აგვისტოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის რეგიონიდან, თავისი ისტორიული სამშობლოსკენ – საქართველოსკენ ფეხით გამოემართა სამი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე (Shahram Onikadze); ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი (Omid Gogonani); ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) (Esmail Rahimi).

მათ, 31 დღის განმავლობაში, ფეხით გამოიარეს 1450 კილომეტრი და 10 სექტემბერს, წითელი ხიდის გავლით, შემოვიდნენ საქართველოში.

“ეს ადამიანები ირანის მოქალაქეები არიან; მათგან მხოლოდ შაჰრამს აქვს საქართველოს მოქალაქეობაც. ომიდსა და ისმაილსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი. ეს არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, 400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალის წინაპრების ფუძეზე ფეხით დაბრუნების უნიკალური და გულწრფელი აქცია. მსვლელობის (აქციის) მიზანია: ისტორიულ სამშობლოს უკეთ გაცნობა; კონტაქტების გაღრმავება; ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მიმოსვლების გახშირება; ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ფერეიდნელი ქართველებისთვის ხელის შეწყობა – დაბრუნების მექანიზმის შემუშავება/გამარტივება და ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევა”-ნათქვამია პარლამენტი მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...