პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 12 დეკემბერს იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 12 დეკემბერს იმსჯელებს.

საკითხის განხილვის მიზნით დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილმა განმარტებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და არის ფორმალური ნაწილი, რადგან კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა შესრულდეს იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი.

შეგახსენებთ: ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად