პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში ხვალ დავით ზალკალიანს მოუსმენს

17 ოქტომბერს “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვა და დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს დავით ზალკალიანს შეკითხვებით მიმართოს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დეტალებს ეხება.

ამის გარდა, 29 ნოემბერს, დავით ზალკალიანს პარლამენტში მოსვლა ინტერპელაციის წესით მოსმენაზეც მოუწევს. საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით საკანონმდბლო ორგანოში “პატრიოტთა ალიანსმა” დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად