პარლამენტი ხვალიდან სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს

2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხ დამცველის ანგარიშს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს და სავარაუდოდ, მომავალ კვირას, განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

კომენტარები
იტვირთება...