პარლამენტი ხიდაშელისთვის და აგულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დაუყონებლივ განიხილავს

პარლამენტის წევრების თინათინ ხადაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა .

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.  მისივე განმარტებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 

 

პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...