პარლამენტი გიორგი გახარიას პარასკევს მოუსმენს

პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარასკევს, 18 მაისს მოუსმენს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. 

შს მინისტრის მოსმენა სამ საკითხზე გაიმართება: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ; შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;  2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

 

კომენტარები
იტვირთება...