პარლამენტი “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავს, რომელიც იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ლუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

ასევე აღნიშნულია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს კანდიდატების ვინაობა, ხოლო ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის კითხვაც არ დაუსვამთ, თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

“ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მათ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...