პარლამენტი დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ.

მინისტრის რანგში ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი “მინისტრის საათის” ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ფინანსთა მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.

საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია გაამახვილებს ყურადღებას, ლარის კურსი და კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი “მინისტრის საათის” ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს.

საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია გაამახვილებს ყურადღებას, ლარის კურსი და კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა.

კომენტარები
იტვირთება...