პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

ცვლილებების მიხედვით,  223 მილიონით იზრდება ხარჯვის ნაწილი და ჯამურად 13,3 მილიარდ ლარს უტოლდება.

იზრდება განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. ხარჯების ზრდა სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — 131 მილიონი ლარი, ჯამურად — 1.63 მილიარდი ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 1.2 მილიონი ლარი, ჯამურად — 340 მილიონი ლარი;

პრეზიდენტის ადმინისტრაცია — 2.2 მილიონი ლარი, ჯამურად —  8.2 მილიონი ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო — 7 მილიონი ლარი, ჯამურად — 143 მილიონი ლარი;

შსს — 25 მილიონი ლარი, ჯამურად — 766 მილიონი ლარი;

იუსტიციის სამინისტრო — 10 მილიონი ლარი, ჯამურად — 191.1 მილიონი ლარი;

ამავდროულად მცირდება, ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. უცვლელი დარჩა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 4.5%-ით განისაზღვრა.

 

ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის კორექტირებას მხარს არ დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად