პარიზში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხა

პარიზში, კუნძულ სიტესთან ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხა. ინფორმაციას ტელეარხი BFM TV ავრცელებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ასევე სააგენტო “როიტერი” ადასტურებს.

ტელეარხის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს.

შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პარიზის პროკურორი და საფრანგეთის შს მინისტრი იმყოფებიან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად