პარიზში, ტაძარში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისას, ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს, ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter-ზე საფრანგეთის სახანძრო სამსახური ავრცელებს.

“ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში თითქმის 400 მეხანძრე იყო ჩართული. შედეგად, ორი პოლიციელი და მეხანძრე დაშავდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

ფრანგი მილიარდერი, ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო მზადაა, რომ პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...