დღეს, შუადღისას, პარიზის მე-2 ოლქში საიუველირო მაღაზია გაზარცვეს.

რიუ დე ლა პეს ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შესულმა, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკელმა ორმა მამაკაცმა და ქალმა, პერსონალს მაყუჩიანი პისტოლეტი მიუშვირეს და შენობის უკანა ნაწილში იატაკზე დაწოლა უბრძანეს, ერთ-ერთ თანამშრომელს კი სეიფის და ვიტრინების გახსნა აიძულეს.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცნენ. 

ამ ეტაპზე ნაძარცვის ღირებულება 10-15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.