პარიზში რესპუბლიკის მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში რესპუბლიკის მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" იუწყება. 

გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, პარიზში რესპუბლიკის მოედანზე დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რათა ცოცხალი ჯაჭვო გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ისინი გააფრთხილა და აუკრძალა დემონსტრაციის მოწყობა, აქციის ორგანიზატორები მაინც შეიკრიბნენ. 

დემონსტრანტების სლოგანი იყო – "საგანგებო მდგომარეობა და პოლიციური სახელმწიფო ჩვენ ვერ წაგვართმევს გამოხატვის თავისუფლებას!".

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ნიღბებში იყო, ისინი პოლიციას ხელნაკეთ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ესროდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გაშვება მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...