პარიზში, ქურდებმა გვირაბით რესტორნის ღვინის საცავში შეაღწიეს და 500 ათასი ევროს ღვინო მოიპარეს

ტრიუმფალურ თაღთან ახლოს მდებარე, მიშლენის ორი ვარსკვლავის მქონე სახელგანთქმული ფრანგებში და პოლიტიკოსებში პოპულარულ რესტორან Maison Rostang -ის ღვინის საცავში ქურდებმა გვირაბით შეაღწიეს.

ქურდობა რესტორნის ღვინის საცავიდან 1 ივლისს, ღამის 1 საათიდან საღამოს 7 საათამდე მოხდა. რესტორნის თანამშრომლებმა საცავის კედელზე პატარა ხვრელი აღმოაინეს. ვარაუდობენ, რომ ქურდები არც შესულენ საცავში და სელის გაწვდენის მანძილზე თარიებზე დალაგებული დაახლოებით 150 ბოთლი ღვინო წაიღეს. წინასწარი შეფასებით, წაღებული სახელგანთქმული პეტრუსის და დომენ დე ლა რომანე კონტის ბორდოს და ბურგუნდიის ღვინოების და სამარკო შამპანურების ღირებულება 400-600 ათასი ევროს ღირებულებისაა.

არ გამორიცხავენ, რომ ნახვრეტი კედელში წინასწარ იყოს გაკეთებული ქურდების თანამზრახველი რესტორნის იმ თანამშრომლისგან, რომელსაც აქვს ღვინის საცავში შესვლის უფლება.

ფრანგულის პრესის თქმით, ამგვარი ქურდობები საფრანგეთში, სადაც მოპარული ღვინის შავი ბაზარზე რეალიზაცია საკმაოდ ადვილია, საკმაოდ ხშირად ხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...