პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციაზე 40 ადამიანი დააკავეს

პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

დილით ასობით მომიტინგე მადლენის მოედანთან და Saint-Lazare-ს სადგურთან შეიკრიბა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ხელისუფლების განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ დედაქალაქში ძალადობა შენარჩუნდება. როგორც გამოცემას უსაფრთხოების სამსახურში წყარომ აცნობა, “ყვითელ ჟილეტებსა” და “შავ ბლოკებს” [ყველაზე რადიკალური ანტი გლობალისტური მოძრაობა] შორის “დაახლოების” საფრთხე არსებობს.

საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად, მომიტინგეებმა საწვავზე ფასების გაზრდა გაპროტესტეს, მოგვიანებით კი, მათ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვეს.

ბოლო აქცია 14 სექტემბერს ჩატარდა. აქციის დროს, მომიტინგეებმა მაღაზიის ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს, რასაც პოლიციელებთან შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცავებმა ნაგვის კონტეინერში ასევე  22 მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩინეს. აქციის დროს 30 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად