პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესო აქციების ფარგლებში დაკავებულთა რაოდენობა 481-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 278 დაკავებულის შესახებ.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. მაშინ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამასთან, პარიზში მათ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეღწევა სცადეს.

მიტინგების მონაწილეები ქვეყანაში საწვავისა და გადასახადების ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ.

ამის შემდეგ კი, ქვეყნის ხელისუფლებამ, გადასახადებისა და საწვავის ფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება ნახევარი წლის ვადით შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...