პოლიციამ და ჟანდარმერიის თანამშრომლებმა პარიზში დემონსტრაციების დაწყებამდე, შემოწმების დროს “ყვითელი ჟილეტების” წარმომადგენელი 81 პირი დააკავეს. ამის შესახებ შაბათს პარიზის პრეფექტურამ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაპატიმრებული არიან ის პირები, რომელთაც აღმოაჩნდათ იარაღი, დანა და მსგავსი უკანანო ნივთები. ამოღებულია გაზის ნიღბები და შავი ნიღბები, რომლითაც მომიტინგეები სახის დამალვას აპირებდნენ.
რამდენიმე ადამიანი კი დააკავეს საბუთების ჩვენებაზე უარის თქმის გამო.