პარიზში, მოსაწევად გასულ კაცს 800 000 ევროიანი საათი წაართვეს

შემთხვევა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ფიგარო” ავრცელებს.

მამაკაცი სასტუმროს წინ მოსაწევად გავიდა. სწორედ ამ დროს მას მიუახლოვდა მამაკაცი, რომელიც ხელზე ეცა და ძვირადღირებული საათი წაგლიჯა.

როგორც პოლიცია იტყობინება, შემთხვევა ორშაბათს მოხდა პარიზის პრესტიჟულ რაიონში. საათის ღირებულება დაახლოებით 800 000 ევრო იყო.

მსხვერპლი 30 წლის იაპონელი ბიზნესმენი აღმოჩნდა. მისი საათი კი Richard Mille-ის ბრენდის Tourbillon Diamond Twister იყო, რომლის ღირებულება 768 000 ევრო იყო. ფაქტი ტრიუმფალური თაღის წინ მოხდა, მე-8 რაიონში. ქურდს გაქცევის დროს მობილური ტელეფონი დაუვარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად