პარიზში მომხდარ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლიციის განყოფილებასთან მივიდა, სადაც ცივი იარაღით შეიარაღებული პირი სამართალდამცავებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას France Info ავრცელებს.

France Info- ის ცნობით, საფრანგეთის ლიდერი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, რათა “პოლიციელების მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოეხატა”.

ემანუელ მაკრონის გარდა, ადგილზე ასევე მივიდნენ საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ედუარდ ფილიპი, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კრისტოფ კასტანერი და დედაქალაქის პროკურორი.

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის ისტორიულ ცენტრში, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ოთხი სამართალდამცველი დაიღუპა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

Figaro-ს ცნობით, 25 წლის მამაკაცი იმავე მხარეში მუშაობდა. გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელს სმენის პრობლემები ჰქონდა. გაზეთის ცნობით, მას თავის უფროსთან კონფლიქტი ჰქონდა.

თავდასხმის შემდეგ, მეტროსადგური დროებით დაიხურა და მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად