პარიზში, მეჩეთთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

სროლის შედეგად, რომელიც პარიზის მეჩეთის ტერიტორიაზე მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

უცნობ პირს ჩაფხუტი ეხურა და სროლა მეჩეთის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო. დაშავებულს სერიოზული ჭრილობები აქვს.

ინციდენტი დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელმა ორჯერ გაისროლა დაჭრილის ფეხის მიმართულებით, ხოლო შემდეგ მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი სკუტერზე იჯდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია მომხდარს მკვლელობის მცდელობის ფაქტით იძიებს. პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს დაჭრილთან პირადი ანგარიშსწორება სურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად