პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

პარიზის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა შაბათს გამართულ დემონსტრაციაზე, რომელიც “გლობალური უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის” წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან “გლობალური უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის” 24-ე მუხლს, რომელსაც განიხილავს ქვეყნის პარლამენტი.

პარიზში, დემონსტრანტები შატლეს მოედანზე შეიკრიბნენ.

გასულ შაბათს, საფრანგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელსაც თან ახლდა ხულიგნებსა და პოლიციას შორის შეტაკებები და არეულობები, დაშავდა 70-ზე მეტი სამართალდამცავი. დააკავეს 95 მომიტინგე, რომლებიც არეულობებში მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად