პარიზში, ებრაულ მარკეტზე თავდასხმის შედეგად, 1 მოქალაქე მძევლად აიყვანეს

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა პარიზში ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი, 1 მოქალაქე კი მძევლად აიყვანეს. 

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, პოლიციამ გუშინ პოლიციელის მკვლელობასა და 7 იანვარს სატირული ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას შორის კავშირები ნაწილობრივ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში, სატირულ ჟურნალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორმა უცნობმა პირმა 12 ადამიანი მოკლა. ეჭვმიტანილების საძიებო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, ეჭვმიტანილები ბლოკირებული არიან პარიზის შემოგარენში, დამარტენ-ან-გოელის ერთ-ერთ საწარმოში. ისინი პოლიციელებთან დიალოგზე უარს აცხადებენ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად