პარიზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქუჩაში მაჩეტეთი მიდიოდა

პარიზის მე-11 უბანში, მეტროსადგურ Père Lachaise-თან ახლოს შენიშნეს უცნობი მამაკაცი, რომელიც ხელში მაჩეტეთი მოძრაობდა. ამის შესახებ გამოცემები Actu Paris და La Plume Libre იტყობინებიან წყაროების მითითებით. იგი პოლიციელებმა დააკავეს.

Actu Paris-ის თანახმად, საეჭვო პირის შესახებ ცნობები გამვლელებისგან დაახლოებით 11:30 საათზე გავრცელდა.

“მამაკაცი მაჩეტეთი მიდის პერ ლაშეზის გადასასვლელზე”, – დაწერა ერთმა თვითმხილველმა Twitter-ზე. ამის შემდეგ ქალაქის პოლიციამ გადაკეტა უახლოესი ქუჩები. La Plume Libre-ის თანახმად, კაცი მაჩეტეთი გაუჩინარდა ერთ-ერთ შენობაში.

მოგვიანებით, Actu Paris-მა, სამართალდამცავი ორგანოების მითითებით განაცხადა, რომ მამაკაცი სასტუმროს ოთახში დააკავეს. ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა. დაკავების დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად