პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციის ყოფილ შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

BFMTV არხის ცნობით, პარიზში დააკავეს ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი, რომელიც თავს დაესხა გამვლელებს პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ს ყოფილ შენობასთან.

მანამდე საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა დაადასტურა, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციაში თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ტელეარხის ინფორმაციით, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი მათგანი დააკავეს ბასტილიის მოედანთან.

2015 წლის იანვრის ტერაქტის შემდეგ, Charlie Hebdo-ს რედაქცია მე-11 უბანში მდებარე კორპუსიდან გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად