პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციის ყოფილ შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან გამვლელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე შესაძლო ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ France Info იუწყება.

საფრანგეთის დედაქალაქის მე-11 უბანზე თავდასხმა პარასკევს ნაშუადღევს მოხდა. სწორედ დასახელებულ ადგილას იყო რედაქცია, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ ამ ადგილიდან გადავიდა.

ცივი იარაღის გამოყენებით მომხდარი თავდასხმის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს ბასტილიის მოედანთან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე შესაძლო თავდამსხმელი დააკავეს მეტროსადგურ რიჩარდ ლენუართან.

პარიზის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “მკვლელობის მცდელობის” და “კრიმინალური ტერორისტული საზოგადოების” მუხლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად