პარიზში, Charlie Hebdo-ს ყოფილი რედაქციის შენობასთან თავდასხმა მოხდა – დაშავებულია ოთხი ადამიანი

პარიზში, უცნობი პირი ცივი იარაღით თავს დაესხა ხალხს იმ შენობის წინ, სადაც სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ დაადასტურა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა.

ინციდენტი მოხდა საფრანგეთის დედაქალაქის მე-11 უბანში. ოთხი ადამიანი დაშავდა, ორი მძიმე მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დააკავეს ერთი სავარაუდო თავდამსხმელი.

2015 წლის იანვარში ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ Charlie Hebdo-ს ოფისში. 12 ადამიანი გახდა თავდასხმის მსხვერპლი, 11 დაშავდა. ამის შემდეგ რედაქცია სხვა ბლოკში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად