პარიზში, Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კიდევ ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი 18 წლის პაკისტანელი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს ძველი რეადქციის შენობასთან მომხდარ თავდასხმაში. ამის შესახებ სააგენტო France Presse იუწყება.

ამ გამოძიების ფარგლებში უკვე ცხრა ადამიანია დაკავებული. მანამდე დააკავეს ხუთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში. კიდევ ერთი დაკავებული – 33 წლის ალჟირელია, რომელიც თავდაპირველად ითვლებოდა ინციდენტის თანამონაწილედ, თუმცა იგი შემდეგ გაათავისუფლეს. მისმა ადვოკატმა შაბათს განაცხადა, რომ მამაკაცი რეალურად ცდილობდა დამნაშავის შეჩერებას და პოლიციასაც კი აჩვენა, თუ რომელი მიმართულებით გაიქცა იგი.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, Charlie Hebdo-ს ძველი რედაქციის შენობასთან, საინფორმაციო სააგნეტო Premieres Lignes-ის ორ ჟურნალისტს მაჩეტეთი დაესხნენ თავს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად