პარიზში ბათუმელი მხატვრების გამოფენა გაიმართა

საფრანგეთში, ქალაქ პარიზში თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში – „Galerie Beaute Du matin Calme“ ბათუმელი მხატვრების გამოფენა გაიმართა და მას მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო პლენერებისა და გამოფენების ორგანიზატორები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბათუმელი მხატვრებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული კავშირების დამყარება და შემდგომი თანამშრომლობის განვითარება.
როგორც ხელოვანები აღნიშნავენ, წარმოდგენილ გამოფენაში მათი მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული მხატვრობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ხელოვანთა მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებით ზრდას და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ბათუმელი ხელოვანები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ – გათვალისწინებული „მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...