პარიზში, არტ კაპიტალის გამოფენაზე, 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი

 11-16 თებერვალს პარიზში, არტ კაპიტალის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში, გოჩა ჯავახიშვილი ავრცელებს.

მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენის ორგანიზატორები არიან «ფრანგ ხელოვანთა ასოციაცია».
სწორედ ამ ასოციაციის საშუალებით გაითქვეს სახელი ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან დელაკრუა, როდენი, მანე, კლოდელი, ბარტოლდი, სეზანი, სალვადორ დალი, ტულუზ ლოტრეკი, ვან გოგი და სხვები.

ასოციაციის მიერ მოწვეული ხელოვანები ექსკლუზიურად იფინებიან წლიდან პარიზის ისტორიულ მონუმენტში, ცნობილი როგორც გრანდ პალე “Grand Palais”.

წლის 11 თებერვლიდან სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ფრანგი და საერთაშორისო ხელოვანი იქნება წარმოდგენილი “არტ კაპიტალზე”.

ქართველ ხელოვანთა დელეგაცია აჭარის რეგიონიდან წელს პირველად იქნება წარმოდგენილი პარიზში, არტ კაპიტალზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი.

11 თებერვალს, სამშაბათს 18.30 ზე იქნება ვერნისაჟი, გამოფენის ოფიციალური გახსნა. სტენდი A8-A9.
მოსაწვევი თუ ჯერ არ გაქვსთ და გულით გინდათ დასწრება ამ მაილზე გააგზავნეთ თხოვნა და გამოგიგზავნიან

აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოიფინება მხატვარ აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნახატები.

ფრანგ საზოგადოებას საშუალება ექნება ასევე გაეცნონ ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს.

არტ კაპიტალი წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პატრონაჟით იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად