პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს.
ამასთან, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.