პარიზსა და მარსელში, ბარებისა და რესტორნის მფლობელები კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებულ ახალ შემზღუდავ ზომებს აპროტესტებენ. იუწყება ფრანგული საერთაშორისო რადიო RFI.
28 სექტემბრიდან პარიზში ბარებისა და რესტორნების მუშაობა უნდა დასრულდეს 22.00 საათზე. ამასთან, რესტორნებმა, რომლებიც არ ყიდიან ალკოჰოლს საკვების შეკვეთის გარეშე, შეიძლება გააგრძელონ ფუნქციონირება. მარსელსა და მეზობელ ქალაქ აიქს-პროვანესში, 28 სექტემბრის 00.00 საათიდან, კვების ობიექტები მთლიანად იკეტება. ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამ სფეროში მომუშავეთა აღშფოთება მოჰყვა.