A1 ბანერი

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს დილით, პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი. დაღუპულთა შორის 2 მეხანძრეა.

განახლებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 37-მა სერიოზული ტრავმები მიიღო, 10 კი კრიტიკულ მდგომარეობაშა.

დღეს დილით, პარიზის ცენტრში, შენობაში გაჩენილ ხანძარს ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხობი, რომელიც სენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა გარეთ გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი. რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, პოპულარული ტურისტული ზონაა. ამ რაიონშივე მდებარეობს პარიზის ოპერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...