პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის ძმა, ბელგიაში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

2015 წლის პარიზის ტერაქტებში ბრალდებულის, სალაჰ აბდესალამის უფროსი ძმა, მუჰამედ აბდესალამი ბელგიაში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Derniere Heure ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ის 23 თებერვალს შეიარაღებული ყაჩაღობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ფაქტი იანვარში მოლენბეკის მუნიციპალიტეტში მოხდა. ზარალის ოდენობა 70 ათას ევროს შეადგენს.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებული ორი პირი დააკავეს – სავარაუდო ყაჩაღი და ავტომობილის მძღოლი, რომელიც გაუჩინარდა.
სალაჰ აბდესალამი პარიზის ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილია. ტერორისტული თავდასხმა 2015 წლის ნოემბერში მოხდა. იგი მარტში მოლენბეკში დააკავეს. ბელგიამ ერთი თვის შემდეგ ის საფრანგეთს გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად