პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა იემენის “ალ-ქაიდამ” აიღო

„ალ-ქაიდას“ იემენურმა ფრთამ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაზე და პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 

როგორც Reuters-ი იტყობინება, ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა ნასერ ბენ ალი ალ-ანსიმ განაცხადა – „რაც შეეხება საღმრთო ომს პარიზში, ჩვენ, ორგანიზაცია „ალ-ქაიდა, ალ-ჯიჰადი“, ვიღებთ პასუხისმგებლობას განხორციელებულ ოპერაციაზე. ეს იყო შურისძიება ალაჰის მოციქულის შეურაცხყოფის გამო.“

რედაქციაზე თავდასხმა 7 იანვრის დილას მოხდა. სამმა თავდამსხმელმა 12 ადამიანი მოკლა და 11 დაჭრა. ეჭვმიტანილი ძმები საიდ და შერიფ კუაშები პარიზის გარეუბანში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მესამე ბოროტმოქმედი ხამიდ მურადი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

„ალ-ქაიდას ლიდერის განცხადებით, თავდამსხმელები მათი სახელით მოქმედებდნენ.

კომენტარები
იტვირთება...