პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა

პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს პრესი" ავრცელებს.

ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დაშავებულთაგან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, 349 ადამიანია დაშავებული, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 80-ზე მეტი.

ამ დროისთვის 103 გარდაცვლილის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად